კინოთეატრი "ამირანი" კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა რჩეული ფილმების კვირეულს უმასპინძლებს

კინოთეატრი "ამირანი" კანის კინოფესტივალის სექციის კრიტიკოსთა რჩეული ფილმების კვირეულს უმასპინძლებს. კანის თბილისური კვირეული, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით იმართება, დღეს საღამოს გაიხსნება და 21 სექტემბერს დაიხურება.

კვირეული პროგრამა დღეს "ამირანში" გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს კინოცენტრის ხელმძღვანელებმა, კინოკრიტიკოსთა კვირეულის შემოქმედებითმა დირექტორმა ჩარლზ ტესონმა, პროგრამის მენეჯერმა რემი ბონჰომემ და რეჟისორმა ევა ლონსეკომ გააცნეს, რომლის ფილმი "ჩემი პატარა პრინცესა" საუკეთესოთა შორის მოხვდა და კინოთეატრ "ამირანშიც" იქნება ნაჩვენები.

გარდა ამისა, 7 ფილმს შორის, რომლებიც კინოკრიტიკოსებმა 2011 და 2012 წლების საუკეთესო ფილმებად აღიარეს და რომლებსაც ქართველი კინომოყვარულები იხილავენ მოხვდა ჯეფ ნიკოლსის "თავშესაფარი", მარიელ კულენის "17გოგო", ჯონათან კაუეტის "გაქცეული რენე", ვალერი დონცელის "ომის გამოცხადება", კონსტანტინ ბოჟანოვის "ავე" და პაბლო გიორგელის "აკაციები".

ფილმების ჩვენება თანმიმდევრობით, ყოველ საღამოს, 20:00 საათზე გაიმარება და მასზე დასასწრები ბილეთები 5 ლარი ეღირება.

ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ტატიშვილის განცხადებით, კვირეულის გამართვის მიზანი ქართველი მაყურებლისთვის თანამედროვე ევროპული კინოს გაცნობაა. მეორეს მხრივ კი, არის კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდა ქართველ კინემატოგრაფისტებისთვის რომ გაეცნონ ევროპელ კოლეგებს.

კანის კინოფესტივალის ფარგლებში კრიტიკოსთა კვირეული 1961 წლის შემდეგ ტარდება და მის მთავარ მიზანს ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი სამომავლო მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ დრომდე კვირეულში სულ ორი ქართული ფილმი, ოთარ იოსელიანის "გიორგობის თვე" და თემურ ბაბლუანის "ბეღურების გადაფრენა" მოხვდა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს