მამია სანადირაძე "კავკასუს ონლაინის" გასხვისების ფაქტის გამოძიებას ითხოვს

"კავკასუს ონლაინის" ყოფილი დამფუძნებელი მამია სანადირაძე კომპანიის იძულებითი გასხვისების ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვეს.

ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა for.ge-ს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მამია სანადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში განცხადებას შეიტანს პროკურატურაში და შს სამინისტროში მას შემდეგ, რაც იქ ახალი ხელმძღვანელი პირები დაინიშნებიან და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს, კერძოდ ორგანიზებული დანაშაულის ფაქტის გამოძიებას, დამნაშავეთა დასჯას, რომელთა მეშვეობითაც კომპანიის ნგრევა და იძულებითი გასხვისება მოხდა.

მამია სანადირაძემ აღნიშნა, რომ იძულებული იყო, 2000 წელს მის მიერ დაფუძნებული კომპანია, 2010 წლის მარტში "ჯიემსი ჯგუფზე" 50%-იანი წილი გაესხვისებინა. იგი კომპანიაში სულ წილის 80%-ს ფლობდა. აღნიშნულის მიზეზად სანადირაძე 2009 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელებულ ზეწოლებს და დაჯარიმებებს ასახელებს, კერძოდ კომპანია ოთხჯერ 660 000 ლარით დაჯარიმდა. ასევე სანადირაძე დაადანაშაულეს ინტერნეტის იაფად გაყიდვაში, რის გამოც ბიუჯეტის სასარგებლოდ 11 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა და ამ ჯარიმით მას საგადასახადო სიტყვიერად დაემუქრა.

სანადირაძემ აღნიშნა, რომ "ჯიემსი ჯგუფთან" გასხვისების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომპანიაზე ზეწოლა მოიხსნა.

სანადირაძე გასხვისების ხელშეკრულების დეტალებს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ იგი კომერციული საიდუმლოებაა. ასევე ამბობს, რომ მათ აქვთ დოკუმენტური მასალა, თუ როგორ ჭრიდნენ მათი კომპანიის ბოჭკოვან კაბალებს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური პირები. ისინი ამ ფაქტების შესახებ ინფორმირებას პატრულთან ახდენდნენ, თუმცა პოლიცია ამ ფაქტზე ზეოქმედებას არ ხდენდა.

მისივე განცხადებით, კომპანიაზე ზეწოლა 2009 წლის გაზაფხულის შემდეგ დაიწყო, როდესაც მათთან შს სამინისტროს წარმომადგენელი, ვინმე ბორია მანტიჩაშვილი მივიდა და კომპანიის ბოჭკოვან ქსელში სპეციალური აპარატურის დადგმა მოსთხოვა, რომლითაც იმეილების და ინტერნეტ ინფორმაციის გაკონტროლება და კოპირება უნდა მომხდარიყო. უარის შემდეგ აღნიშნულის გამო კომპანიაზე ზეწოლები დაიწყო.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება