მაკა ასათიანი "აკა"-ში წილის დაბრუნების მიზნით სამართლებრივ დავას განაგრძობს

მაკა ასათიანი საქართველოში "მერსედეს ბენცის"-ის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის, "აკა"-ს წილის დაბრუნების მიზნით სამართლებრივ დავას განაგრძობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ასათიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა, საქმის ხელახალი განხილვისთვის მოსამზადებელი სხდომა 7 ნოემბერს არის ჩანიშნული. მაკა ასათიანი უკვე საქართველოში იმყოფება და რამდენიმე დღეში ადვოკატთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენციის მოწვევას და განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ამასთან, გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ პარალელურად რამდენიმე დღის წინ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების თაობაზე მაკა ასათიანის სარჩელი წარმოებაში სტრასბურგის სასამართლომ მიიღო.

"იმის იმედით, რომ საქართველოში სამართლებრივი გარემო გაუმჯობესდება და იმ სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, რომლებიც გვაქვს, მიმაჩნია, რომ მაკა ასათიანი წართმეულ ქონებას მოკლე ხანში დაიბრუნებს"- აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

მაკა ასათიანის ქონების საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 27 აპრილს მიიღო. შედეგად მაკა ასათიანს "აკა"-ს 20%-იანი წილი ჩამოერთვა და მოსარჩელე დავით ძოწენიძეს გადაეცა.

ამასთან, მაკა ასათიანს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2004 წლიდან მიუღებელი დივიდენდების ანაზღაურება - სულ 859 195, 20 ლარი. დივიდენდების დაანგარიშება განხორციელდა იგივე წესით, რომელიც მითითებული იყო შპს "აკას" მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად