ვალერი გელაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს. ვალერი გელაშვილმა მთავარი პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა.

დეპუტატის თქმით, საქმე ეხება მისი ცემის ფაქტს, რომელსაც გელაშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობასთან დაკავშირებულ დავას უკავშირებს. გელაშვილის განცხადებით, პროკურატურაში იმიტომ მივიდა, რომ მის ცემასთან დაკავშირებით არსებულ მასალებს კიდევ ერთხელ გასცნობოდა.

გელაშვილის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული პირები არ არიან.

მისი თქმით, პასუხისმგებელი პირები რომ დაკავებული იყვნენ, ასეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილიც ციხეში იქნებოდა.

გელაშვილის განმარტებით, მისი ცემა მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში დაიგეგმა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილიც იმყოფებოდა.

მისი თქმით, ძიებაში აქამდე ყალბი ჩვენებები იყო. ამასთან, გელაშვილის განმარტებით, მისი ცემა ვანო მერაბიშვილმა ირაკლი კოდუას დაავალა, რომელიც ოპერაციას 200 მეტრის სიახლოვეს მანქანიდან აკვირდებოდა.

გელაშვილის თქმით, მას შემთხვევაში მონაწილე პირის ამოცნობაც შეუძლია.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად