ჩვენი დეპარტამენტი ისევ აქტიურად განაგრძობს მუშაობას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნათია მოგელაძემ განუცხადა. მისივე თქმით, იგი ისევ ძველ პოსტზე განაგრძობს მუშაობას. "თქვენც ვენაში წასული გეგონეთ, არა? დეპარტამენტი ისევ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. უბრალოდ ეს პრესას აღარ აინტერესებს", - აღნიშნა მოგელაძემ.
ნათია მოგელაძე გუშინ თბილისში, ერთ-ერთი ბრენდის ნაწარმის პრეზენტაციას ესწრებოდა, სადაც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი გაესაუბრა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"