სუბარი პატარკაციშვილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისათვის ერეკლე კოდუას მიმართ წინასწარი გამოძიების დაწყებას ითხოვს

სახალხო დამცველი ბადრი პატარკაციშვილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისათვის ერეკლე კოდუას მიმართ წინასწარი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

;როგორც ~ინტერპრესნიუსს~ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, 2007 წლის 23 დეკემბერს, ლონდონში, ბადრი პატარკაციშვილის სახლში, კანონის დარღვევით განხორციელებული აუდიო-ჩანაწერის გამო სახალხო დამცველმა 2009 წლის 9 მარტს რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ერეკლე კოდუას მიმართ.

;სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქმის მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ კოდუას მიერ ინგლისში განხორციელებული ფარული აუდეო-ჩანაწერი სრული კანონდარღვევითაა მოპოვებული და მას არ შეიძლებოდა მინიჭებოდა იურიდიული ძალა, ვინაიდან, ფარულად ჩაწერის ინიციატივა არ მოდიოდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიდან. იგი მოხდა კოდუას პირადი ინიციატივით და არც შემდეგში დაკანონებულა სასამართლოს მიერ.

;ჩანაწერის კანონიერ მტკიცებულებად მიჩნევისათვის, კოდუას ინგლისში მივლინება და ფარული აუდიო-ჩაწერა უნდა მომხდარიყო კანონით დადგენილი წესით. კოდუამ კი საუბრის ფარულად ჩაწერით ფაქტობრივად დაარღვია პატარკაციშვილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

;„ერეკლე კოდუას, როგორც ოპერატიული მუშაკის მიერ მტკიცებულებათა მოპოვება უნდა მომხდარიყო `ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ~ კანონით დადგენილი წესით _ სასამართლო ბრძანების საფუძველზე. რადგან ეს წესი არ იქნა დაცული, ლონდონში მოპოვებულ აუდეო-ჩანაწერს არ შეიძლებოდა მინიჭებოდა მტკიცებულებითი ძალა“-მიაჩნია სახალხო დამცველს.

;2007 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლების დამხობის გეგმის დეტალების განსახილველად ერეკლე კოდუა ლონდონში ჩავიდა და პატარკაციშვილს შეხვდა.

;

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება