თბილისში წუხელ 85 წლის ავთანდილ საყვარელიძე მოკლეს. შემთხვევა ყაზბეგის 25 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა. ტელეკმპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ავთანდილ საყვარელიძე მასთან ყაჩაღობის მიზნით შესული დამნაშავის მსხვერპლი გახდა.
გარდაცვლილი მოხუცის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ საყვარელიძე თავდამსხმელს იცნობდა, რადგან კარი გაუღო. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, სახლიდან ოქროულობაა წაღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობა უკვე გახსნა და ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ავთანდილ საყვარელიძე ექიმი იყო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"