ზესტაფონის სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ვეხმაურებით იმ აჟიოტაჟს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი ცენტრის ირგვლივ განვითარდა.
ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც იმ ნოვაციური სიახლის მისამართით კეთდება, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო, ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნას გულისხმობს. არ გვინდა ვიფიქროთ, თუმცა ბოლო პერიოდში გამოთქმული პრეტენზიები აჩენს ეჭვს, რომ აღნიშნული უკმაყოფილება მიზანმიმართულ ანტიკამპანიას ემსგავსება. გვინდა განვმარტოთ, რომ ზესტაფონის ახალ სავაჭრო ცენტრში განთავსებულ საკოლმეურნეო ბაზარში მსურველებს ვთავაზობთ სავაჭრო ადგილებს დღეში 2 ლარად და 50 თეთრად. მოვაჭრეები უზრუნველყოფილი არიან მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში მუშაობით. ნებისმიერი მოვაჭრე სარგებლობს სტანდარტული დახლით. ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხის სრულ კონტროლს. კეთილმწოყობილია პარკინგის ზონა და ავტოსადგურის მოსაცდელი, თუმცა მოქალაქეთა უკმაყოფილო ნაწილი არსებული რეალობის მიუხედავად რადიკალურად განსხვავებულ და დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებს და მაღალი ფასების და არსათანადო პირობების შესახებ საუბრობს. შესაბამისად დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით მობრძანდნენ სავაჭრო ცენტრში, სადაც ნებისმიერ კითხვაზე მიიღებენ ამომაწურავ პასუხს.
იხილეთ ვიდეო: ზესტაფონის ახალი, თანამედროვე სავაჭრო ცენტრი
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"