ბაჩო ახალაიას წინასასამართლო სხდომა დღეს განახლდება

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის,  ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის და მათთან ერთად ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა  თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება.

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ეკა არეშიძემ დაცვის მხარის იმ შუამდგომლობების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა გამოაცხადოს, რომელიც ბრალდებულების ადვოკატებმა წინა სხდომაზე დააყენეს.

კერძოდ, ადვოკატებმა წინა სხდომაზე მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვეს.

ამასთან, წინა სხდომაზე ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა. კერძოდ, მალხაზ ველიჯანაშვილი ახალაიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის 50 ათასლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს და მათთან ერთად ბრალდებულ 5 პირს - მათ შორის გაგა მკურნალიძესა და ზურაბ შამათავას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, წამების ორგანიზება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებათ ბრალად. საუბარია ე.წ. სენაკის ეპიზოდზე და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა