აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ფოტო-გამოფენა და სიმღერის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 40-მდე მოზარდს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში ფოტო-გამოფენა მოეწყო. ასევე ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის ხატვის მასტერ-კლასები და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამა. ყველა ბავშვს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.

საღამოს დასასრულს, სიმღერის "საქართველოს შვილები" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მხედველობა დაქვეითებული და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით შესრულდა. სიმღერა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ჩაიწერა.

ღონისძიების მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში.

საღამო სათამაშოების მაღაზია "პეპელა", "ცეროდენა", სუპერმარკეტი "აკვავიტა", საკანცელარიო მაღაზია "უნიპაპი" და საჩუქრების მაღაზია "წონდერფულ ტოყ"-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

2011 წლის 10 ნოემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთშორისო დღედ გამოაცხადა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება