პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის სამხედრო წვრთნებზე შეშფოთებას გამოთქვამს

ქართული მხარე ღრმადაა შეშფოთებული რუსეთის ფედერაციის მიერ მოულოდნელი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წამოწყებული ბოლო სამხედრო წვრთნების გამო. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ, რომელიც საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა, აღნიშნული წვრთნების დროს რუსეთის ფედერაციამ ყველაზე ფართო, მასშტაბური მანევრები განახორციელა შავ ზღვაზე.

"მაშინ, როდესაც საქართველო ერთგულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის 23 ნოემბერს გაკეთებული განცხადებისა ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და უარს აცხადებს იკისროს საქართველოზე თავდაუსხმელობის ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ზოგადად, ასეთი გაუფრთხილებელი ქმედებების სტრატეგიული შედეგი იქნება ის, რომ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დადგება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოება.

შეიარაღებაზე კონტროლი და განიარაღების რეჟიმები, სხვადასხვა სახის CSBM-სთან (ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომები) ერთად, წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედს. რუსეთის ფედერაციის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკა უგულებელყოფს ამ მექანიზმებს. მსგავსი ქმედებები უარყოფით გავლენას ახდენს ურთიერთნდობის განმტკიცების პროცესზე, რაც, შედეგად, გამოწვევის წინაშე აყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას", - ნათქვამია განცხადებაში.  

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა