შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ხვალ პირველი მოსმენით განიხილება

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, შრომის კოდექსში კაბალური მუხლი იყო ჩადებული, რომელიც დასაქმებულის უფლებებს არღვევდა და დამსაქმებელს უფლებას აძლევდა, ყოველგვარი არგუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე ხელშეკრულება შეეწყვიტა, რაც თავის მხრივ, ათასობით ადამიანის სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნას იწვევდა.

"მთვარი ცვლილება, რაც უნდა განხორციელდეს, ეხება სამუშაოდან დათხოვის პირობებს. ახლანდელი მიდგომა არის სრულიად განსხვავებული. ძალიან მკაცრი და მკაფიო გარემოებები უნდა იყოს ჩამოთვლილი და ჩამოყალიბებული მაშინ, თუკი დამსაქმებელი გადაწყვეტს, შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება პირს და ეს არის ძალიან ნათლად განსაზღვრული წარმოდგენილ კანონში. ეს იყო ის მოთხოვნა, რასაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, რასაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, პროფკავშირები აყენებდა ჩვენს წინაშე, ვინაიდან წლების განმავლობაში ძალიან სერიოზულად იყო დასაქმებულთა უფლებები შელახული და ამიტომ მოხდება მიდგომების ცვლილება ამ მიმართულებით", - აღნიშნა კობახიძემ.

კანონპროექტით რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითები. კანონპროექტითვე განისაზღვრება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მასობრივ დათხოვნად. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩაურევლობასა და დასაქმებულის დისკრიმინაციის დაუშვებლობას ამ გაერთიანების წევრების გამო.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება