მსოფლიოში დღეს ცეკვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

მსოფლიოში დღეს ცეკვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ცეკვის საერთაშორისო დღეს თბილისშიც აღნიშნავენ. კერძოდ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 29-30 აპრილს სტუდენტური ქორეოგრაფიული ფესტივალი "ტერფსიქორე" გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პრესსასმახურის ხელმძღვანელმა ჯაბა სიხარულიძემ აცნობა, პროექტის ინიცირება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ხდება, რადგან უმაღლესი სკოლის ქორეოგრაფია-ქორეოლოგიული სწავლება ამ უნივერსიტეტის ექსკლუზიური მიმართულებაა და სტუდენტური ქორეოგრაფიული ფესტივალი (ფორუმი) აღნიშნული სპეციალობის სტუდენტებისა და სტუდენტური თვითმმართველობის თაოსნობით ჩატარდება.

ღონისძიებას თეატრალური უნივერსიტეტის მეორე ადმინისტრაციული კორპუსი მასპინძლობს.

ორდღიანი ფესტივალი ღონისძიებათა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: სამეცნიერო კონფერენცია და სადისკუსიო კლუბი სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო თემების პრეზენტაცია; პრობლემური საკითხების ირგვლივ დისკუსიის გამართვა; ფოტოგამოფენა; შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან (ქორეოგრაფებთან და მოცეკვავეებთან), მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების ვიდეოჩვენება და "ვორკშოპი" (მასტერკლასი); საკონცერტო პროგრამა – სხვადასხვა საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ანსამბლების წარდგენა და ქორეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრების ჩვენება.

პროექტი მიმართულია არა მხოლოდ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის, არამედ ცეკვის ყველა სახეობის (კლასიკური, სამეჯლისო, თანამედროვე ცეკვების) პოპულარიზაციისათვის.

პროექტი ატარებს როგორც შემოქმედებით, ასევე შემეცნებით–საგანმანათლებლო ხასიათს და ემსახურება ქორეოგრაფიული დარგის განვითარებას.

მისი მიზანია ყოველწლიური სტუდენტური ქორეოგრაფიული ფესტივალის დაფუძნება, დარგის პროფესიული ავტორიტეტის ამაღლება; პროფესიული ცოდნის გაღრმავება; შემოქმედებითი და სასწავლო-მეთოდური პრობლემების განხილვა; ძველ და ახალ თაობათა შორის აზრთა გაზიარება; უნივერსიტეტთა შორის კომუნიკაციის გამყარება; სხვადასხვა უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კოლექტივების შემოქმედების გაცნობა; საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრების საკონცერტო პრეზენტირება და ავტორების ნომინირება; დარგის პრაქტიკული და თეორიული მიმართულებების (ქორეოგრაფია-ქორეოლოგიის) ერთობლიობის დემონსტრირება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება