გიორგი მარგველაშვილი შრომის ახალი კოდექსის  პროექტს "როზა ლუქსემბურგის ოცნებას"  უწოდებს

ვიცე პრემიერი გიორგი მარგველაშვილი შრომის ახალი  კოდექსის პროექტს  "როზა ლუქსემბურგის ოცნებად" აფასებს. როგორც მარგველაშვილმა "ჯიპას" სტუდენტებთან გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა , იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით "დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება".

"პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე ისინი შრომის კოდექსის გამო პოლიციას ურტყამენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრის "ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის დიქტატით დაიწერა.

იხილეთ ვიდეო: "როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით არ ვიცოდი" - გიორგი მარგველაშვილი

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!