კახეთში კალიების წინააღმდეგ წამლობა გრძელდება

კახეთში კალიების წინააღმდეგ წამლობა გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონებში საშიში მავნებლის - იტალიური და მაროკოული კალიის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობას აგრძელებს.  

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 2097 ჰექტარი ფართობი.

ქიმიური წამლობა სპეციალური სამანქანო დანადგარების გამოყენებით ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, სადაც სააგენტოს 4 ეკიპაჟი მუშაობს.

კახეთის რეგიონში ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 1497, ხოლო ქვემო ქართლში 600 ჰექტარი ფართობი, სადაც წამლობა უკვე დასრულდა. 

მიმდინარე წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაგეგმილია 15000 ჰექტრის დამუშავება. მათ შორის, უახლოეს მომავალში იგეგმება ავიაწამლობა.

წამლობის ღონისძიების ორგანიზების მიზნით შექმნილია მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს სამუშაოების დაგეგვმას. შტაბს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი თენგიზ კალანდაძე ხელმძღვანელობს.

ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის "მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში ხორციელდება.

იტალიური და მაროკოული კალია მცენარეთა განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით