რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - აქციები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ჩვენ ვერ მივესალმებით სისასტიკეს

თურქეთში დაბრუნებული რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ქვეყნის მასშტაბით შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს.

"ბიბისის" ინფორმაციით, სტამბოლის აეროპორტში, სადაც ქვეყნის პრემიერს 10 ათასამდე მხარდამჭერი დახვდა, ერდოღანმა განაცხადა, რომ ქუჩაში გამოსული მომიტინგეების პროტესტი უკანონოა.

"ეს აქციები, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, უკანონოა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ჩვენ ვერ მივესალმებით სისასტიკეს", - განუცხადა ერდოღანმა მხარდამჭერებს და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"ბიბისის" ცნობით, ტაქსიმის მოედანზე ამ დრომდე ათასობით ადამიანია შეკრებილი ისევე, როგორც თურქეთის სხვა ქალაქებში. დემონსტრანტები კვლავ მოითხოვენ ქვეყნის პრემიერის გადადგომას, რომელსაც ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ. თუმცა, მიუხედავად აქციის მონაწილეების მოთხოვნისა, პრემიერი გადაგომას არ აპირებს.

ერდოღანის განცხადებით, პროტესტის მიუხედავად, არ შეჩერდება "გეზი პარკის" რეკონსტრუქცია, რომლის შეჩერების მოთხოვნითაც თურქეთში აქციები გასულ კვირას დაიწყო.

თურქეთში 28 მაისს დაწყებულ აქციებს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 4 ათასზე მეტი კი დაშავებულია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა