შრომის კოდექსთან დაკავშირებით შეთანხმება ყველა პუნქტზე მიღწეულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემპარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული აზრთა სხვაობა ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით ისევ იყო, ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, დამატებითი კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულიყო.
"გავიარეთ დამატებითი კონსულტაციები, მივედით საბოლოო შეთანხმებამდე, იურიდიულად და ტექსტობრივად ჩამოვაყალიბეთ, ხვალ დილით ისევ შეიკრიბება კომიტეტი და იქ გავაჟღერებთ საბოლოო შეთანხმებას. ყველა პუნქტზე არის შეთანხმება მიღწეული", - აღნიშნა ხუნდაძემ.
მასთან ერთად დავით უსუფაშვილთან გამართულ კონსულტაციებს დეპუტატი კობა დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა ხვალ დილისთვის გადაიდო. დღეს კი შრომის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ღიად დარჩენილ იმ მუხლებზე მსჯელობდნენ, რომლებიც პარლამენტმა მოერე მოსმენით არ მიიღო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"