გაზრდილ ფულად კომპენსაციას საომარი მოქმედებებისას გარდაცვლილი სამხედროების 24 ათასამდე ოჯახი მიიღებს

საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის გაზრდილი ერთჯერადი დახმარებების და ფულადი კომპენსაციების ინიციატივა, სავარაუდოდ, დღეს, პირველი მოსმენით, პარლამენტის სხდომაზე გავა. ამასთან დაკავშირებით ცვლილება ორ კანონში: - "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" და "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონებში შედის, რომელიც ინიცირებულია უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქციის ლიდერის: - ირაკლი ჩიქოვანის, ვიქტორ დოლიძის, ზაქარია ქუცნაშვილის, დავით ბერძენიშვილის, გიგა ბუკიას, გოგი თოფაძისა და ირაკლი სესიაშვილის მიერ.

"სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო მისიებში საქმიანობის გახორციელებისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების, ან მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით.

როგორც საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა გიგა ბუკიამ საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განმარტა, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას უკუქმედების ძალა არ ექნება. კერძოდ, მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ავღანეთში ამ დრომდე გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახები 100 000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიიღებენ. კანონის ამოქმედების შემდეგ კი, ეს დახმარება გავრცელდება როგორც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპულებზე, ასევე იმ შემთხვევებზეც, თუკი ქვეყნის შიგნით, სამომავლოდ საომარ მოქმედებებს ექნება ადგილი, მაგრამ კანონს უკუქმედების ძალა არ ექნება.

რაც შეეხება გასულ წლებში ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილ პირთა ოჯახებს, მათ დახმარება "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე ეზრდებათ. კანონპროექტის თანახმად კი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, მათ შორის 1998 წლის მაისსა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენებისას დაღუპულთა ან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 2014 წელს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან 1000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. გაზრდილ კომპენსაციას საერთაშორისო მისიებში გარდაცვლილთა ოჯახებიც მიიღებენ.

"ეს ყოველთვიური კომპენსაცია იქნება, რომელიც დაახლოებით 24 ათასს ოჯახს შეეხება. ჯამში საუბარია 24 მილიონ 240 ათასს ლარზე. ეს თანხა პირველ ეტაპზე, მიმდინარე წელს მთავრობის სარეზევრო ფონდიდან განაწილდება, ხოლო შემდეგ აისახება ბიუჯეტში" - განაცხადა გიგა ბუკიამ.

დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპენსაციას ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა მონაცემებიც ვეტერანთა დეპარტამენტს გააჩნია.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება