არქი ჯგუფი ჭავჭავაძეზე მსხვილ დეველოპერულ პროექტს აშენებს

არქი ჯგუფი პარტნიორ კომპანია იბერკომპანისთან ერთად ჭავჭავაძეზე, სამების ეკლესიის გვერდით, უმსხვილეს დეველოპერულ პროექტს „არქი თაუერ“-ს აშენებს. „არქი თაუერი“ 22 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომლის საერთო ფართი 35 000 კვ.მ.-ს შეადგენს. აქედან მიწისქვეშა სამი სართული პარკინგს დაეთმობა, პირველ და მეორე სართულზე სავაჭრო ცენტრი მოეწყობა, მესამე სართულიდან კი საცხოვრებელი ბინები განთავსდება.

დღეისათვის უკვე დასრულებულია პარკინგისთვის გათვალისწინებული მიწისქვეშა სამი სართულისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართების მშენებლობა მიმდინარეობს.

„არქი თაუერი“-ს სავაჭრო ცენტრში, რომელიც 7000 კვ.მ.-ს მოიცავს, განთავსდება ჰიპერმარკეტი, სწრაფი კვების ობიექტი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიები. კომპლექსში ასევე განთავსებული იქნება სპა და ფიტნეს ცენტრი, საცურაო აუზი, რომელიც გათვალისწინებულია „არქი თაუერი“-ს მაცხოვრებელთათვის.

არქი ჯგუფის ხელძღვანელობის განცხადებით, „არქი თაუერ“-ში განთავსებული სავაჭრო ცენტრი ექსპლუატაციაში 2014 წლის მარტიდან შევა, შესაბამისად ფუნქციონირებას დაიწყებს ჰიპერმარკეტი და სავაჭრო ცენტრში განთავსებული სხვა ობიექტები. საცხოვრებელი ბინების დასრულება 2016 წლის ზაფხულში იგეგმება.

როგორც არქი ჯგუფში აცხადებენ პროექტის ღირებულება 30 მილიონ დოლარს შეადგენს. კომპლექსი შენდება უმაღლესი ხარისხის მასალებით და აკმაყოფილებს საცხოვრებელი და კომერციული ფართებისთვის დაწესებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

(R)

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად