ცხენისწყლისა და რიონის სანაპიროებთან მცხოვრებ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მდინარეების ცხენისწყლისა და რიონის სანაპიროებთან მცხოვრებ მოსახლეობას,სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ცენტრის მიერ ფოთის ჯანდაცვის ცენტრსა და ფოთის მერიისთვის გაგზავნილ ოფიციალურ გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ მდინარე ცხენისწყლის კალაპოტში, დარიშხნის სამარხების ჩარეცხვა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

"უკანასკნელი დღეების კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია მდინარე ცხენისწყლის ადიდება, რის შედეგადაც სოფელ ცინისა და ლაგურშაკის არსებული, გაუქმებული სამთო-ქიმიური ქარხნის ტერიტორიიდან ხდება დარიშხნის სამარხების ჩარეცხვა ცხენისწყლის კალაპოტში, რაც ამ წყლის მოხმარების შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ცხენისწყლისა და რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას.

გთხოვთ, მიიღოთ ზომები მოსახლეობის გასაფრთხილებლად აღნიშნულ მდინარეებში თევზის დაჭერის, ბანაობისა და წყლის მოხმარების აკრძალვაზე. აქვე გაცნობებთ, რომ ადგილზე მუშაობს გარემოს დაცვის შესაბამისი სამსახური, რის შედეგებსაც გაცნობებთ დამატებით", - ნათქვამია ფოთის მერიისთვის გაგზავნილ წერილში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად