სოსო რობაქიძე - მაიზერ ლიპარტელიანი იყო ის ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ყველა შავ საქმეს ასრულებდა

მიხეილ სააკაშვილმა მაიზერ ლიპარტელიანის გათავისუფლებით ბოლო კუდი მოიქნია და მისი პირადი ქილერი შეიწყალა,- ამის შესახებ გარდაცლილ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტის თანამდებობაზე რჩებოდა, ლიპარტელიანისნაირი ადამიანების გასამართლება არ უნდა მომხდარიყო.

"სანამ მიშა პრეზიდენტი იყო იმიტომ ჩქარობდნენ ფირცხალავა, დონაძე და მისნაირი ადამიანები მომხდარიყო მათი გასამართლება, რომ გარანტირებული ჰქონდათ, შემდეგ მათ აუცილებლად შეიწყალებდნენ. მიხეილ სააკაშვილი არის მკვლელი, ბავშვების მესაფლავე პრეზიდენტი. მაიზერ ლიპარტელიანი, რომლის შეწყალებაც მოხდა, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანია. მას სრულიად სასაცილო ბრალდება ჰქონდა წაყენებული, ეს გულისხმობდა ჩვენების შეცვლას და ერთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მისივე განცხადებით, თუ ეს მთავრობა არ დასჯის მიხეილ სააკაშვილს, ეს იქნება დიდი უსამართლობა.

"თუ მისი დასჯა არ მოხდება, მაშინ მე ამ კაცის ლიკვიდაციაზე ვინადირებ. ის, რაც ამ კაცმა გააკეთა, მას არ უნდა შერჩეს", - განაცხადა რობაქიძემ.

მისივე განცხადებით, მაიზერ ლიპარტელიანისნაირ პოლიციელებს მიხეილ სააკაშვილი სახლებსა და მანქანებს ჩუქნიდა.

"მიხეილ სააკაშვილმა მაიზრ ლიპარტელიანის განთავისუფლებით ბოლო კუდი მოიქნია და იმიტომ შეიწყალა ეს ადამიანი, რომ მათ ერთგულება დაუმტკიცა და აჩვენა, რომ ის თავის ხალხს ბოლომდე გვერდით დაუდგა. მაიზერ ლიპარტელიანი იყო ის ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ყველა შავ საქმეს ასრულებდა", - განაცხადა რობაქიძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე გასამართლებულმა ყოფილმა პოლიციელმა მაიზერ ლიპარტელიანმა პრეზიდენტის შეწყალების შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლიპარტელიანის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბუტა რობაქიძის საქმეზე, ცალკე გამოყოფილი საქმის ფარგლებში ჩვენების შეცვლისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლეს.

ადვოკატის ცნობით, ლიპარტელიანს სასჯელი ერთი წლით განესაზღვრა, თუმცა შეწყალებამდე მას მხოლოდ 2,5 თვე ჰქონდა დარჩენილი.

ლიპარტელიანი მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელი შეწყალების აქტით გაათავისუფლა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის