"პალიტრა L"-მა ერიკ-ემანუელ შმიტის "ოსტენდელი მეოცნებეს" პრეზენტაცია გამართა

მწერალთა სახლში "გამომცემლობა პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული ბელგიელი მწერლის, ერიკ-ემანუელ შმიტის ბესტსელერის, "ოსტენდელი მეოცნებეს" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ფრანგულიდან ქართულად მერაბ ფიფიამ თარგმნა, რომელიც საღამოს თავად წარუძღვა.

როგორც მთარგმნელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, კრებული "ოსტენდელი მეოცნებეს" მთავარი გმირები მართალია ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათი ყოველდღიურობის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი რამ იმალება.

ხუთივე ნოველაში მწერალი თავის საყვარელ ხერხს მიმართავს _ ყალბ ფინალს, რაც წრიულად განლაგებული სარკეებივით ატყუებს მკითხველს, რომელიც თავს იტეხს, პრინცთან რომანი შინაბერა ემა ვან ა.-ს ("ოსტენდელი მეოცნებე") გამონაგონია თუ ძლიერი ქალის წარსული, სანამ თავად მწერალი არ მიიყვანს სიმართლემდე. მერაბ ფიფიას თქმით, ერიკ ემანუელ შმიტი ბრწყინვალე, დახვეწილ და მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს გვთავაზობს ნაწარმოებში.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "გამომცემლობა პალიტრა L"-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, მაკა კევლიშვილმა განაცხადა, "გამომცემლობა პალიტრა L"-მა პრეზენტაციაზე წიგნის შეძენის მსურველებს "ოსტენდელი მეოცნებე" დღეს 25%-მდე ფასდაკლებით შესთავაზა. პრეზენტაციაზე წიგნი გასაყიდად არის წარმოდგენილი. ასევე წარმოდგენილია მერაბ ფიფიას სხვა თარგმანი ამელი ნოტომის "ლურჯწვერა", რომელიც გამომცემლობამ 2013 წლის ზაფხულში გამოსცა. ეს ნაწარმოებიც ფასდაკლებით არის წარმოდგენილი და მსურველებს შეუძლიათ 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

მაკა კევლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბელგიელი მწერლის, ერიკ-ემანუელ შმიტის "ოსტენდელი მეოცნებე" მსოფლიო ბესტსელერს წარმოადგენს და ქართველი მკითხველი დიდი ხანია ელოდებოდა მის გამოცემას, ამიტომ დღეს მწერალთა სახლში ბევრი ადამიანი შეიკრიბა ამ პრეზენტაციაზე დასასწრებად.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით