ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის მონაცემთა ბაზიდან მოხსნის მიზნით პირებს გამოკვლევა ჩაუტარდებათ

ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის მონაცემთა ბაზიდან მოხსნის მიზნით პირებს დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდებათ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა უტარდება პირს, რომელიც იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვიანობის მონაცემთა ბაზაში, რათა მისი წარმატებით გავლის შემდეგ კანონის ფარგლებში ამოღებულ იქნას მონაცემთა ბაზიდან.

ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან მონაცემთა ბაზას, რომელიც სისტემატურად განიცდის განახლებას.

ექსპერტიზის ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორია უნიკალურია მსგავს მონაცემთა ბაზაზე წვდომის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ნარკოდანაშაულს გააჩნია ორი მხარე - იურიდიული და სამედიცინო. ნარკოდანაშაულის სამედიცინო მხარეს არ ეხება არც შეწყალება, არც ამნისტია და არც ხანდაზმულობა.

ბაზიდან პიროვნების ამორიცხვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად ხდება მხოლოდ დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა ერთკვირიანი პროცესია, რომლის ფარგლებშიც პირი კვირის განმავლობაში სამჯერ ცხადდება ბიუროში და გადის როგორც კლინიკურ შემოწმებას, ისე ბიოლოგიურ ანალიზს აკრძალულ ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე იმუნოქიმიური სტრიპტესტებით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მგრძნობელობითა და სიზუსტით.

ამ მეთოდით ჩატარებული გამოკვლევა მაქსიმალური სიზუსტით ადგენს პირის აკრძალური ნივთიერებების გამოყენების ან მათზე დამოკიდებულების საკითხს.

პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც გამოსაკვლევი პირი ექიმის დანიშნულების მითითებით ან მის გარეშე მოიხმარდა სამკურნალო მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ტესტზე ე.წ. ცრუ დადებითი რეაქცია.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთადერთია საქართველოში, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ჩაატაროს დეტალური კვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდება ტესტის პასუხი ცრუ დადებითი იყო თუ რეალური.

დინამიური ნარკოლოგიური კვლევის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირის მონაცემთა ბაზიდან ამოღება ხდება უვადოდ. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია, როგორც თბილისში ისე ქუთაისსა და ბათუმში.

კანონით მინიჭებული წესით ბიუროს ამ პროცედურისთვის დათმობილი აქვს 30 სამუშაო დღე, თუმცა პიროვნების ინტერესებიდან გამომდინარე ბიურო დინამიურ ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნას გასცემს 8-10 დღეში.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექსპერტებითა და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიებით. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილია 264 ნივთიერება და ბიოლოგიურ მასალაში მათი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ ინსტრუმენტალური მეთოდის გამოყენებით და არა სწრაფი იმუნოქიმიური სტრიპტესტებით.

სსიპ ლევან სახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიული ინსტრუმენტებით და ერთადერთია საქართველოს მასშტაბით, რომელსაც შეუძლია დაადგინოს ბიოლოგიურ მასალაში (შარდი, სისხლი, თმის ღერი და ა.შ.) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ყველა ნივთიერების შემცველობა.

კვლევის მაქსიმალურ სანდოობას განაპირობებს ექსპერტის მეთვალყურეობით აღებული საკვლევი ბიოლოგიური მასალა.

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან სახელმწიფოსა და პიროვნების ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, როგორც ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებების მომხმარებელთა ჩამორთმეული უფლებების კანონის ფარგლებში აღდგენა, ასევე გარკვეული პირების მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების ფაქტის დადგენის სიზუსტე.

პირს დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარების უფლება, მონაცემთა ბაზიდან ამორიცხვის მიზნით, აქვს თუ ნარკოლოგიური ან ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების ფაქტის დადგენის შემდეგ გასულია არანაკლებ ერთი წელი. ხოლო, ნარკომანიის დიაგნოზის შემთხვევაში - მკურნალობის დასრულებიდან 3 წელი (მკურნალობად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე პირის თავისუფლების აღკვეთაში ყოფნა).

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა ამ კვლევებზე 2011 წლიდან შესამჩნევად მატულობს. თუ 2011 წელს ბიუროს დინამიურ კვლევაზე 900-მა პირმა მიმართა, წელს ეს რიცხვი უკვე 1800-ს აღემატება.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის მონაცემთა ბაზიდან მოხსნის მიზნით პირებს გამოკვლევა ჩაუტარდებათ

ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის მონაცემთა ბაზიდან მოხსნის მიზნით პირებს დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდებათ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა უტარდება პირს, რომელიც იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვიანობის მონაცემთა ბაზაში, რათა მისი წარმატებით გავლის შემდეგ კანონის ფარგლებში ამოღებულ იქნას მონაცემთა ბაზიდან.

ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან მონაცემთა ბაზას, რომელიც სისტემატურად განიცდის განახლებას.

ექსპერტიზის ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორია უნიკალურია მსგავს მონაცემთა ბაზაზე წვდომის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ნარკოდანაშაულს გააჩნია ორი მხარე - იურიდიული და სამედიცინო. ნარკოდანაშაულის სამედიცინო მხარეს არ ეხება არც შეწყალება, არც ამნისტია და არც ხანდაზმულობა.

ბაზიდან პიროვნების ამორიცხვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად ხდება მხოლოდ დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა ერთკვირიანი პროცესია, რომლის ფარგლებშიც პირი კვირის განმავლობაში სამჯერ ცხადდება ბიუროში და გადის როგორც კლინიკურ შემოწმებას, ისე ბიოლოგიურ ანალიზს აკრძალულ ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე იმუნოქიმიური სტრიპტესტებით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მგრძნობელობითა და სიზუსტით.

ამ მეთოდით ჩატარებული გამოკვლევა მაქსიმალური სიზუსტით ადგენს პირის აკრძალური ნივთიერებების გამოყენების ან მათზე დამოკიდებულების საკითხს.

პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც გამოსაკვლევი პირი ექიმის დანიშნულების მითითებით ან მის გარეშე მოიხმარდა სამკურნალო მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ტესტზე ე.წ. ცრუ დადებითი რეაქცია.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთადერთია საქართველოში, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ჩაატაროს დეტალური კვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდება ტესტის პასუხი ცრუ დადებითი იყო თუ რეალური.

დინამიური ნარკოლოგიური კვლევის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირის მონაცემთა ბაზიდან ამოღება ხდება უვადოდ. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია, როგორც თბილისში ისე ქუთაისსა და ბათუმში.

კანონით მინიჭებული წესით ბიუროს ამ პროცედურისთვის დათმობილი აქვს 30 სამუშაო დღე, თუმცა პიროვნების ინტერესებიდან გამომდინარე ბიურო დინამიურ ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნას გასცემს 8-10 დღეში.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექსპერტებითა და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიებით. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილია 264 ნივთიერება და ბიოლოგიურ მასალაში მათი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ ინსტრუმენტალური მეთოდის გამოყენებით და არა სწრაფი იმუნოქიმიური სტრიპტესტებით.

სსიპ ლევან სახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიული ინსტრუმენტებით და ერთადერთია საქართველოს მასშტაბით, რომელსაც შეუძლია დაადგინოს ბიოლოგიურ მასალაში (შარდი, სისხლი, თმის ღერი და ა.შ.) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ყველა ნივთიერების შემცველობა.

კვლევის მაქსიმალურ სანდოობას განაპირობებს ექსპერტის მეთვალყურეობით აღებული საკვლევი ბიოლოგიური მასალა.

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან სახელმწიფოსა და პიროვნების ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, როგორც ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებების მომხმარებელთა ჩამორთმეული უფლებების კანონის ფარგლებში აღდგენა, ასევე გარკვეული პირების მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების ფაქტის დადგენის სიზუსტე.

პირს დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარების უფლება, მონაცემთა ბაზიდან ამორიცხვის მიზნით, აქვს თუ ნარკოლოგიური ან ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების ფაქტის დადგენის შემდეგ გასულია არანაკლებ ერთი წელი. ხოლო, ნარკომანიის დიაგნოზის შემთხვევაში - მკურნალობის დასრულებიდან 3 წელი (მკურნალობად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე პირის თავისუფლების აღკვეთაში ყოფნა).

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა ამ კვლევებზე 2011 წლიდან შესამჩნევად მატულობს. თუ 2011 წელს ბიუროს დინამიურ კვლევაზე 900-მა პირმა მიმართა, წელს ეს რიცხვი უკვე 1800-ს აღემატება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის