იუსტიციის სახლის კიდევ ერთი დროებითი ფილიალი ჩუბინაშვილის ქუჩაზე ამოქმედდა

იუსტიციის სახლის დროებით სერვის - ცენტრში, რომელიც ჩუბინაშვილის ქუჩის # 68-ში (თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე) მდებარეობს, 14:00 საათიდან მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ საბუთების ჩაბარება.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, იმ მომხმარებელს, რომელსაც განაცხადის ჩაბარება სურს, შეუძლია დროებით ფილიალს დღეს 21:00 საათამდე მიმართოს, ხვალიდან კი ყოველ სამუშაო დღეს 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

აღნიშნული სერვის-ცენტრი, მხოლოდ სერვისის მიღების მიზნით დოკუმენტაციის ჩაბარებას განახორციელებს, ხოლო მზა დოკუმენტების მიღება მომხმარებელს მხოლოდ დედა ენის ბაღში მდებარე სერვის ცენტრში შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ სერვისები დაყოფილია ორ ნაწილად – საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნით და მოგვიანებით მზა დოკუმენტების მიღება.

დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია: აღსრულების ეროვნული ბიურო, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი, 9:00 საათიდან 21:00 საათამდე;

იუსტიციის სახლის დროებითი სერვის ცენტრი, ჩუბინაშვილის ქუჩა # 68 (თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე), 09:00 საათიდან 21:00 საათამდე; მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია "დედა ენის" ბაღში არსებული სერვის ცენტრიდან 9:00 საათიდან 21:00 საათამდე.

საჯარო რეესტრის ძირითადი სერვისების მიღება (საბუთების ჩაბარება და დოკუმენტების მიღება) კვლავაც შესაძლებელია თბილისის ავტორიზებულ ყველა ნოტარიუსთან, "ლიბერთი ბანკის" 27 და "საქართველოს ბანკის" 10 ფილიალში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება