თბილისის დასუფთავების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს,თოვლის მოსვლასთან დაკავშირებით, დასუფთავების სამსახურში ტექნიკა და მუშახელია მობილიზებული.
"სამსახურში სისტემატურად ეცნობიან ამინდის პროგნოზს და უკვე რამდენიმე დღეა, თანამშრომლები მორიგეობენ. გვაქვს 3 ათასი ტონა მარილი, ზუსტად ამდენივეს ველოდებით რამდენიმე დღეში", - აცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, თოვლის მოსვლის გამო თბილისელებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.
თბილისში თოვას ამაღამ ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა ხვალაც გაგრძელდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"