შვეიცარიასთან სავიზო პროცედურების გამარტივება პირველი იანვრიდან შედის ძალაში

შვეიცარიასთან სავიზო პროცედურების გამარტივება 2014 წლის 1 იანვარს შედის ძალაში. როგორც "ინტერპრესნიუსს" შვეიცარიის საელჩოდან აცნობეს, ხელშეკრულებით , რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და შვეიცარიის ფედერალურმა კანცლერმა დიდიე ბურქჰალტერმა 13 სექტემბერს მოაწერეს ხელი, გათვალისწინებულია გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზების გაცემა. ამავე ხელშეკრულებით, სავიზო მოსაკრებელი განისაზღვრება 35 ევროთი და ვიზის გაცემის ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ 10 დღით.

"ეს ხელშეკრულება ეყრდნობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ემსახურება შენგენის სივრცეში სავიზო პროცედურების სტანდარტიზაციას. ამ ხელშეკრულებით მარტივდება გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზების გაცემა მთელი რიგი ადამიანებისათვის, როგორებიც არიან ბიზნესმენები, ჟურნალისტები და ასევე საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთა ოჯახის წევრებსაც აქვთ შვეიცარიაში ცხოვრების უფლება. გარდა ამისა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში 90 დღემდე ყოფნის უფლებით გაცემული ვიზის მოსაკრებელი განისაზღვრება 35 ევროთი 60 ევროს ნაცვლად. მოსაკრებელი ეროვნული ვიზებისათვის 90 დღეზე მეტი დარჩება უცვლელი და იქნება 60 ევრო. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელი იქნება დოლარშიც, გაცვლითი კურსის შესაბამისად",-ნათქვამია ინფორმაციაში.

სავიზო პროცედურების გამარტივების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2013 წლის 13 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ ნოშატელში, შვეიცარიის ფედერალური კანცლერის დიდიე ბურქჰალტერისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მიერ.

ვიზასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შვეიცარიის საელჩოს ვებგვერდზე: ჰტტპ://წწწ.ედა.ადმინ.ცჰ/ტბილისი

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე