ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა შეშის უკანონო ვაჭრობაზე საუბრობს

ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა (OECI/CENN) შეშის უკანონო ვაჭრობაზე საუბრობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივიდან აცნობეს, შეშის ყიდვა-გაყიდვის ამსახველი კადრები, რომელიც OECI/CENN - მა ფოთისა და ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში დააფიქსირა, უკანონო ვაჭრობას ასახავს.

"განმარტების თანახმად, "სოციალური ჭრა" არაკომერციული მიზნით ხორციელდება და მის ფარგლებში მოპოვებული ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება კანონით იკრძალება. თუმცა, შეშა ყველგან იყიდება და ამის შესახებ ყველამ იცის. რაც შეეხება კანონებს, შეშით მოვაჭრეების განცხადებით, ისინი მხოლოდ "ცხოვრების გასართულებლადაა მოგონილი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით, იმისთვის, რომ შეშა მალე მივიდეს დანიშნულების ადგილზე და ვინმემ მისი ყიდვა-გაყიდვა არ მოინდომოს, ტრანსპორტირების დაწყებამდე გაიცემა წარმოშობის დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა 24 საათია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ წესის დარღვევა შეიძლება 1,000 ლარი დაჯდეს და შეშის რეალიზატორებსაც მისი დაცვა უხდებათ. ეს კი ყოველი 24 საათის გასვლის შემდეგ ბანკში ახალი ბილეთის აღებას ნიშნავს.

"შეშის გასაყიდად კი არა, ეს 24 საათი ზოგჯერ ტყიდან გამოსატანადაც არ არის საკმარისი. ხშირად მანქანა ფუჭდება და საჭირო დეტალის შესაძენად ბათუმში მივდივართ. შეშაც მაშინვე ხომ არ გაიყიდება და მთელ ამ პროცესს ხან ერთი კვირა სჭირდება. ამ ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ბანკში გვიწევს სიარული. ამის შემდეგ, ყოველ ჯერზე, ტყის მცველს უნდა დავუკავშირდეთ და წარმოშობის ახალი დოკუმენტი გამოვაწერინოთ", - აცხადებენ მოვაჭრეები.

როგორც OECI/CENN-ში აღნიშნავენ, მოსახლეობას გასაყიდად კერძო ტერიტორიაზე მოპოვებული საშეშე მერქანიც გამოაქვს. ამ უკანასკნელებმა ტრანსპორტირებისას თან უნდა იქონიონ ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც თვითმმართველობის ორგანო გასცემს.

"თუ მე მაქვს უფლება გავყიდო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე მოყვანილი სიმინდი ან თხილი, რატომ არ მაქვს უფლება ცნობის გარეშე გავყიდო ჩემს საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მოჭრილი შეშის ის რაოდენობა, რომელიც ჩემს ოჯახს აღარ ჭირდება?", - კითხულობს ერთ-ერთი მათგანი.

ორგანიზაციის ცნობით, როგორც ირკვევა, მათ უმეტესობას ადგილწარმოშობის ცნობა არც გააჩნია. ერთადერთი ასეთი საბუთი იანვრის თვეში იყო გაცემული.

,,თქვენ გგონიათ, რომ ეზოში ხეების მოჭრა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა? ხეებიც მიყვარს, სახლში კამელიის ხეები მიდგას და ყოველ დილით ვეფერები. ტყეების მნიშვნელობაც ვიცი, მათი ფუნქციებიც და გული მწყდება, მაგრამ მეტი რა გზაა? იქნებ არის რამე სხვა გზა და ჩვენ არ ვიცით? მაშინ გამოვიდეს და გვითხრას ვინმემ, ამ ცენტრიდან, არა რეგიონიდან", - აცხადებს შეშის რეალიზატორი ქალბატონი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში