ბაზა "ლეზერნეკზე" ვახტანგ კაპანაძემ ქართველ სამხედროებს სამინისტროს უწყებრივი მედლები გადასცა

ავღანეთში, ბაზა "ლეზერნეკზე" 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. როგორ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. მხედრული ვალის შესრულებისთვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისთვის მედალი "მხედრული მამაცობისათვის" სამმა სამხედრომ მიიღო. გენერალ-მაიორმა სამ ჯარისკაცს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" გადასცა. ორი ქართველი ოფიცერი კი ღირსეული სამსახურისთვის "ღირსების ორდენით" დაჯილდოვდა.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, დაჯილდოების ცერემონიას კოალიციური ძალებისა და "რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის" მეთაურობაც დაესწრო.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, 31-ე ბატალიონმა ქართველი და ამერიკელი სტუმრებისთვის მიღება გამართა. საზეიმო მიღებისას გენერალური შტაბის უფროსი ამერიკული სარდლობის მეთაურს ბრიგადის გენერალ დანიელ იოსა და ტაქტიკური დაჯგუფება "ბელავუდის" მეთაურს, პოლკოვნიკ პიტერ ბაუმგარტენსაც შეხვდა. მხარეებმა ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, ავღანეთში ქართული კონტინგენტის ახალი მისიის შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი შვიდი თვის განმავლობაში, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. 31-ე ბატალიონს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი, როტაციის წესით, ჩაანაცვლებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში