საჯარო რეესტრში ტოპოგრაფიული რუკებისთვის პირველი ქართული კლასიფიკატორი შეიქმნა

საჯარო რეესტრში ტოპოგრაფიული რუკებისთვის პირველი ქართული კლასიფიკატორი შეიქმნა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საქართველოში ციფრული ტოპოგრაფიული რუკებისთვის პირობითი ნიშნების სტანდარტი დღემდე არ არსებობდა. ქართველი ტოპოგრაფები და კარტოგრაფები, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული, მხოლოდ ძველი ტოპოგრაფიული რუკებისათვის განკუთვნილი კლასიფიკატორით სარგებლობდნენ. ტოპო-რუკებისათვის პირობითი ნიშნების ჩამონათვალი წიგნების სახით რუსულ ენაზე არსებობდა და ტოპოგრაფიული რუკის შესაქმნელად ერთადერთ სახელმძღვანელოს წარმოადგენდა. რუკები ქაღალდზე ხელით იხაზებოდა.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის დღის წესრიგში დადგა ციფრული სტანდარტის შექმნის საკითხი, რომელიც ნორმატიული დოკუმენტის სახეს მიიღებს. დოკუმენტი ტოპოგრაფიული რუკის დამკვეთი ყველა სახელმწიფო უწყებისათვის სახელმძღვანელოს ფუნქციას შეასრულებს.

1:10 000 მასშტაბის ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შესაქმნელად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრული ტექნოლოგიური პროცესი შეიმუშავა. შეირჩა და დაკომპლექტდა დაახლოებით 600 პირობითი ნიშანი (სიმბოლო); ყველა მათგანს ინდივიდუალური უნიკალური კოდი მიენიჭა. შეიქმნა ციფრული სტანდარტი Georgia-10 000 "STYLE" - პირველი ქართული კლასიფიკატორი, რომლის საშუალებითაც ციფრული ტოპოგრაფიული რუკის კარტოგრაფიული გაფორმება მოხდება.

ახალი ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკა ქვეყანას სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოების წარმოებაში, სამოქალაქო და სამხედრო ტიპის საინჟინრო ნაგებობათა დაგეგმარებაში, ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში დაეხმარება.

ციფრული ტოპოგრაფიული რუკები მთავარი საფუძველია ადგილმდებარეობის დეტალური შესწავლისათვის, დასახლებული პუნქტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის, საავტომობილო და სარკინიგზო გზების, სამელიორაციო სისტემების, ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სხვადასხვა სახის საპროექტო-საძიებო სამუშაოების განსახორციელებლად.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში