იოგას კლუბი "ანანდა" იოგაში მედია ტურნირს აწყობს

იოგას კლუბი "ანანდა" 11 ნოემბერს საკუთარ დაბადების დღეს იოგაში მედია ტურნირს აწყობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" იოგას კლუბიდან აცნობეს,სამოყვარულო ტურნირს გაცნობით-ექსპერიმენტული ხასიათი ექნება. მედიის წარმომადგენლებს მიეცემათ მარტივი დავალებები, რაც იოგას პოზების (ასანების) შესრულებას გულისხმობს.

სახალისო შეჯიბრი საზოგადოებაში იოგას და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურება. იოგას ცენტრი "ანანდა" განსაკუთრებულად სტრესულ სფეროში მომუშავე ადამიანებს განტვირთვისა და დასვენების შანსს სთავაზობს. იოგას კლუბ "ანანდას" ინფორმაციით, ჟურნალისტები ერთმანეთს არა გადაცემის წაყვანასა და სიუჟეტის მომზადებაში, არამედ ასანების შესრულებაში შეეჯიბრებიან.

ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სასაჩუქრე სერტიფიკატებით, გამარჯვებულებს კი განსაკუთრებული პრიზები გადაეცემათ. იოგას კლუბის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას მიიღბენ ტელეკომპანია იმედის(ნუცა კოპალიანი), ჯი დი ეს-ის (ბუტა ორჯონიკიძე), რუსთავი 2-ის (ნია ტყეშელაშვილი), მარაოს (ნინა წკრიალაშვილი), მაესტროს (ანა კოშაძე), სხვადასხვა რადიოების, ასევე, ბეჭდური მედიის წარმომადგენლები.

მედია ტურნირი იოგაში ხვალ, 15:30 საათზე გაიმართება. "ანანდას" პრესსამსახურის ინფორმაციით, 20.00 საათზე კი იოგას კლუბი ერთგულ სტუმრებს საზეიმო საღამოზე ეპატიჟება. სპეციალურად "ანანდასთვის "კლიენტების მიერ მომზადებული ცეკვები და ინდური სამზარეულოს კერძები სტუმრებს განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნის.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით