ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გუშინ შეხლა-შემოხლა მოხდა. ერთმანეთს უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი და დეპუტატი მერაბ კაჭახიძე დაუპირისპირდნენ.
სიტუაციის განსამუხტად მანდატური გახდა საჭირო. მათ დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს, თუმცა, სიტყვიერი დაპირისპირება დარბაზის გარეთ გაგრძელდა. საბოლოოდ მანდატურებმა დეპუტატების დამშვიდება შეძლეს.
დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივად განხილვისას მოხდა. სხდომაზე მერაბ კაჭახიძემ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ავადმყოფი უწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულის გამო კომიტეტის სხდომა ჩაიშალა.
იხილეთ ვიდეო: ”ავადმყოფები თქვენსკენ მოიკითხეთ” - შეხლა-შემოხლა ჩიორა თაქთაქიშვილის გამოსვლის შემდეგ