მომავალი წლის ტალინის კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა საქართველო გახდება

ტალინში 2014 წლის კინოფესტივალის Tallinn Black Nights Film Festival (PÖFF) დახურვის გალა ცერემონია გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ ფესტივალის დირექტორმა ტიინა ლოკმა საქართველო მომავალი წლის ფოკუს ქვეყანად გამოაცხადა.

ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თეა ახვლედიანს PÖFF-ის ტრადიციისამებრ, ფოკუს ქვეყნის სიმბოლო - კინოფესტივალის კელაპტარი გადასცეს.

კელაპტარი საქართველომ პოლონეთისგან მიიღო. დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულად თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს, ერთიანი ევროპული ფასეულობების პატივისცემის და ბალტიის ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებების მკაფიო მხარდაჭერის მნიშვნელობას. თეა ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, რომ საქართველოს მომავალ წელს მიეცემა შესაძლებლობა ქართული კინოხელოვნება გაუზიაროს ესტონელ მაყურებელს.

ცერემონია ტალინის საკონცერტო დარბაზში "ნორდეა" გაიმართა და წელს, ტალინის კინოფესტივალს, ფილმის პროდიუსერთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის (FIAPF) მიერ, "საკონკურსო ფილმების ფესტივალის" სტატუსი მიენიჭა (Competitive Feature Film Festivals). ის ჩაერთო არასპეციალიზებულ კატეგორიაში, შესაბამისად, ღონისძიება ამიერიდან მოიაზრება A კლასის ფესტივალების - ბერლინის, კანის, ვენეციის, კარლოვი ვარის, სან-სებასტიანისა და სხვა მაღალი დონის კინოფესტივალების რანგში.

ეს კიდევ უფრო პრესტიჟულს ხდის ტალინის კინოფესტივალს. საქართველოს ელჩმა, ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მიულოცა ფესტივალის ორგანიზატორებს A კლასის ფესტივალის სტატუსის მოპოვება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში