დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებს დროულად ჩაუტარონ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, მშობლებს ყურადღება მართებთ, რადგან პნევმოკოკი განსაუთრებით საშიშია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ასევე დღენაკლული, მცირეწონიანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები.
პნევმოკოკები ხველისა და ცემინების დროს გამოიყოფა და წვეთოვანი გზით ვრცელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პნევმოკოკურ ინფექციებთან ბრძოლის საუკეთესიო საშუალება ვაქცინაციაა. მათივე ინფორმაციით,
პნევმოკოკი ბაქტერიაა, რომელიც პნევმონიას, ანუ ფილტვების ანთებას, მენინგიტის ანუ ტვინის გარსების ანთებას, მძიმე ბრონქიტს - გულის შიდა გარსების ანთებას და შუა ყურის ანთებას იწვევს.
პნევმოკოკურ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 თვემდე ასაკის ბავშვებში უფასოა.