ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები ხმაურით მიმდინარეობს. დარეგისტრირებულ დელეგატებს შორის დაპირისპირების მიზეზი ყრილობის თავმჯდომარის არჩევა და ხმის დამთვლელი კომისიის ფორმირება გახდა. ყრილობის თავმჯდომარის ფუნქციის შესრულების სურვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი მაკასარაშვილმა გამოთქვა, რასაც დელეგატთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. საბოლოოდ, დელეგატები შეთანხმდნენ, რომ ყრილობას ვეტერანი მოჭიდავე თემურ ყაზარაშვილი გაუძღვება.
რაც შეეხება ხმის დამთვლელ კომისიას, დელეგატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თითოეულ პრეზიდენტობის კანდიდატს ორ-ორი წარმომადგენელი ეყოლება. სულ ფედერაციის არჩევნებში 109 დელეგატიდან 106 დარეგისტრირდა. სწორედ დელეგატებმა უნდა აირჩიონ კენჭისყრით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი.
ყრილობასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე. მის ნაცვალდ ხმის უფლებით ერთ-ერთი დელეგატი ედიშერ მაჩაიძე ისარგებლებს.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ორი წლის ვადით ირჩევენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"