შსს-მ 187 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 187 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოიღეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული არმენ მ. ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას 42 კაფსულა ,,ლირიკა" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 12,6 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრებალგინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 1,35 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის და 1,35 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალის შემცველი 135 აბი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

იხილეთ ვიდეო: "შსს-მ 187 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოიღო"

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია