პროკურატურაში ირაკლი ფირცხალავას დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ  არ კეთდება

მთავარ პროკურატურაში კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელის, ლევან ბეროძისა და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაურის კახა ნაკანის დაკავებასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ  არ კეთდება.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები ამ დროისთვის სწორედ მთავარ პროკურატურაში იმყოფებიან.

ამასთან, როგორც თავად ფირცხალავა პროკურატურაში გადაყვანამდე აცხადებდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლში მიაკითხეს და უწყებაში წაყოლა მოსთხოვეს.

"მოგვაკითხეს და გვითხრეს, რომ გავყვეთ და მივყვებით. როგორც თვითონ ამათგან ვიცი, ნაკანიც ანალოგიურად გადაყვანილი ჰყავთ", - აცხადებს ფირცხალავა.

არაოფიციალური ინფორმაციით, სამივე პირი - ფირცხალავა, ბერძო და ნაკანი დაკავებული არიან.

”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი უკვე პროკრატურასთან იმყოფება და დეტალების დაზუსტებას შეეცდება.

ირაკლი ფირცხალავა, რომელიც კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდა. ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის მტკიცებით, მანქანაში მყოფი ახალგაზრდების მისამართით ცეცხლის გახსნის ბრძანება სწორედ ფირცხალავამ გასცა.

გარდა ამისა, გასულ კვირაში კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა, უჩა ნანუშავილმა ისაუბრა განაცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავამ ერთ-ერთ მსჯავრდებულს, გათავისუფლების სანაცვლოდ, ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა დაუკვეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო