არჩილ გამზარდია - ირაკლი ფირცხალავას დაკავებას ნეგატიურად არ ვუყურებ

ირაკლი ფირცხალავას დაკავებას ნეგატიურად არ ვუყურებ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი სამართალდამცველის დაკავება ლოგიკურია, რადგანაც მისი მისამართით არსებობდა ბევრი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

"ბევრი ეჭვი არსებობს და აუცილებელია კითხვებს პასუხი გაეცეს. თუ ის მართალია, მას უფრო შეუწყობს ხელს, რომ გამოძიების ჩატარების შემდეგ დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. თავისთავად დაკავებებს მე არ ვუყურებ ნეგატიურ მოვლენად. ამ პირების გარეთ ყოფნა და მისი გამოსვლა მედიასაშუალებებში და პირიქით, ბრალმდებლის როლის მორგება, თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ ეს იყო პროვოკაციული სვლა", - განაცახდა ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა შაბათს "პატრიოტთა ალიანსის" მიერ გამართული აქცია და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა გამხდარიყო ფირცხალავას დაკავების დამაჩქარებელი, გამზარდია მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციას მის დაკავებასთან კავშირი არ აქვს, ირაკლი ფირცხალავას დაკავება დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი, აგრეთვე კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი, სულ ექვსი პირი.

ოფიციალური განცხადება დაკავებების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა