ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას დაკავებულის სტატუსი აქვს

ადვოკატ კახა შონიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი ფირცხალავას დაკავებულის სტატუსი აქვს. როგორც ადვოკატმა მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, ფირცხალავა დღეს 09:30 საათზე დააკავეს, მას ხელბორკილები დაადეს და განუმარტეს უფლებები.

"დაკავებაში სხვა არაფერი იგულისხმება. ირაკლი ფირცხალავა არის დაკავებული ამ დროისთვის", - განაცხადა შონიამ.

რაც შეეხება კახა ნაკანს, რომლის უფლებებს ასევე კახა შონია იცავს, ნაკანის სტატუსის შესახებ მისთვის უცნობია. ადვოკატის განმარტებით, დაკავებულია თუ არა კახა ნაკანი, ამას მას შემდეგ გაარკვევს, რაც პროკურატურაში შევა. ნაკანისა და ფირცხალავას ადვოკატი აცხადებს, რომ იგი ზარს ელოდება, რის შემდეგაც პროკურატურის შენობაში შეუშვებენ.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი, აგრეთვე კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი, სულ ექვსი პირი.

ოფიციალური განცხადება დაკავებების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს