"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გათავისუფლებას მოითხოვს

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა მერიიდან ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის ჯოკია ბოდოკიას პირადი საქმის გარდა, ასევე აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის დავით მედულაშვილისა და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტის, თამაზ ცერცვაძის საქმეებიც გამოითხოვა.

"კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერიაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ძველი თანამშრომლების გათავისფლება იგეგმება, რაც ადასტურებს ჩვენს ვარაუდს, რომ ამით მათ შემდგომი კორუფციული ფაქტების დაფარვა სურთ.

ჩვენი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში, მერიის ზედამხედველობის სამსახურში მიმდინარე პროცესების მოკვლევა ჯგუფური დანაშაულის მიმართულებით მიმდინარეობს. ამიტომ, პირველ რიგში მოვითხოვთ, თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით გამოძიების მსვლელობას და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ აღნიშნულ საქმეში უფრო მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობაც გამოიკვეთოს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

როგორც სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, მერიის ზედამხედველობს სამსახურის უფროსს გეგი ნიჟარაძეს, პარასკევს ფრაქციის სხდომაზე ელიან.

"სამწუხაროა, რომ იმ კორუფციულ სისტემაზე, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით, ჩვენ დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით. როდესაც თავის დროზე მერიის თანამშრომლებზე ზეწოლა და მუქარა დაიწყო, რეაგირება არავის მოუხდენია.

დღეს ჩვენ ვაყენებთ გეგი ნიჟარაძის პასუხისმგებლობის საკითხს და მიგვაჩნია, რომ თუ თბილისის მერისა და დედაქალაქის პოლიტიკური ელიტის მხრიდან სიტუაციის სათანადო შეფასებას არ ექნება ადგილი, ეს ფაქტები კიდევ უფრო დამძიმდება და გაღრმავდება.

ამიტომ ვურჩევთ მათ, რომ ხელი აიღონ ძველი თანამშრომლების დევნაზე, რადან დარწმუნებული ვართ, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან უსამართლობას და სიმართლეს სააშკაროზე გამოიტანენ", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება