ათონელის რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშია

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა გამოაქვეყნა. გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა: ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია (გარდა სახლისა); სს "კურორტი ახტალა"; მესტიის რეზიდენცია; წყალტუბოს სანატორიუმები; ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე; ბათუმი თაუერი; ათონელის რეზიდენცია; შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია"- 70% წილი; თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი - თბილისი SPS ჯანმრთელობის და რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი; ეროვნულ ბანკის ყოფილი შენობა, წყნეთის სამთავრობო აგარაკები და საქართველოს პრეზიდენტის ბობოყვათის ყოფილი რეზიდენცია და ა.შ.

გასაყიდი ობიექტების ნუსხა დღეს "ბიზნესმენთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ბიზნესმენებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააცნეს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე  გამოითქვა სურვილი რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით.

ვარაუდობენ,  რომ მარტო ობიექტების გაყიდვით ორი-სამი თვის პერიოდში დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია