სოფლის მეურნეობის სამინისტრო ანასეულში დიაგნოსტიკური ლაბორატორიის აღდგენას იწყებს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ოზურგეთის რაიონში, სოფელ ანასეულში ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი დაათვალიერა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების გეგმები ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად განიხილა.

ანასეულის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ბაზის სამუშაო სპეციფიკას გაეცნენ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან მოისწრაფიშვილი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე.

"მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს დაქვემდებარებაში "ანასეულის" ცენტრი გადაეცა. აღნიშნული ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირება რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება სამუშაო პირობები, მოხდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, პრაქტიკულად, სრულად განახლება და თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც, მძიმე პერიოდების მიუხედავად, შეინარჩუნეს ცენტრი, ეს გმირობის ტოლფასია. ჩვენ ახალ სიცოცხლეს შევძენთ ცენტრს და მას დასავლეთ საქართველოში უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო-კვლევით ბაზად ვაქცევთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრს 50 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ლაბორატორიაში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა აგროქიმიური გამოკვლევები და მათ საფუძველზე ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და სასუქების რაციონალურად გამოყენების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. მას შემდეგ რაც ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი "ანასეული" სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გადაეცა, შემუშავდა განახლებული სამუშაო გეგმები, რომელთა განხორციელების შედეგად, აღნიშნული ცენტრი დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გახდება. ნიადაგის კვლევების ჩატარების გარდა, ბაზაზე განხორციელდება სურსათის დიაგნოსტიკა, მოეწყობა საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები ჩაისა და სუბტროპიკული, ასევე, სხვა მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურებისთვის.

უახლოეს მომავალში დაიწყება ანასეულის ლაბორატორიის რეკონსტრუქცია და მისი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა; დაგეგმილია ჩაის სანერგე მეურნეობის მოწყობა, სელექციური ჯიშებისა და კლონების შეგროვება, მცენარეთა გენეტიკური ბანკის შექმნა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება