კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ შპს "მაგთიკომის" საჩივარი შპს "მობიტელის" წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "მაგთიკომის" საჩივარი შპს "მობიტელის", იგივე "ბილაინის" წინააღმდეგ არასათანადო რეკლამის დაკვეთის თაობაზე არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის შესახებ კომისიამ სხდომაზე იმსჯელა.

"შპს "მაგთიკომი" მიიჩნევს, რომ შპს "მობიტელის", იგივე "ბილაინის" 4G მომსახურების სარეკლამო რგოლი არასათანადოა და აზიანებს კონკურენტ კომპანიას. "მაგთიკომი" ითხოვდა, რომ კომისიას განეხილა აღნიშნული საკითხი და შესაბამისი რეაგირება მოეხდინა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს "მობიტელის", იგივე "ბილაინის" 4G მომსახურების სარეკლამო რგოლის თაობაზე, მოისმინა როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების და სამართლებრივი დეპარტამენტების, ასევე კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის დასკვნები და დაპირისპირებული მობილური ოპერატორების პოზიციები.

საკითხის არსებითი განხილვის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობით არასათანდო რეკლამის დამკვეთისთვის სანქციის დაკისრების შესაბამისი უფლებამოსილების არ ქონის გამო, კომისია შპს "მობიტელის", იგივე "ბილაინის" წინააღმდეგ სანქციას ვერ გამოიყენებდა, რის გამოც არ დაკმაყოფილდა შპს "მაგთიკომის" მოთხოვნა", - აცხადებენ კომუნიკაციების მარეგულირებენ ეროვნულ კომისიაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში