მოსამართლე დავით მგელიაშვილი - სასამართლომ "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებული ვიდეომასალა არ გაიზიარა

სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეში "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებული ვიდეომასალა არ გაიზიარა, - ამის შესახებ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამამართლებელი განაჩენის განმარტებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვიდეოსთან დაკავშირებით, წარმომავლობასთან ერთად, სხვა საკითხებიც დაუდგენელია.

"სასამართლო არ იაზიარებს "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც საქმეში იდო. არ ვიცით, რას წარმოადგენს, ვინ არის "ჰაკიმ ფაშა". ასევე ჩვენთვის უცნობია, თუ რა გზით აიტვირთა ეს ვიდეო მასალა ინტერნეტში", - განაცხადა მოსამართლემ.

მისივე განმარტებით, ლევან ჩაჩუას ბრალეულობას ასევე არ ადასტურებს საქმეში წარმოადგენილი სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, სხვა ვიდეომასალებიც. მოსამართლის განცხადებით, ამასთან, ბრალის კვალიფიკაცია არსწორად იყო შერჩული.

საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დღეს გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა