მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა. კოტე თოლორდავა მოსკოვში, ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. არსებული ცნობით, ის სწორედ მოსკოვში დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
კოტე თოლორდავა გადაღებებზე რუსეთის დედაქალაქში 2 დღის წინ გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო.
კოტე თოლორდავა "პალიტრა TV" -ს თანამშრომელი იყო.
იხილეთ ვიდეო: "კოტე თოლორდავას გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ჩაწერილი ბოლო გადაცემა "
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"