სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტიქიის ზონაში მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტიქიის ზონაში მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სტიქიის ზონებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ანტისეპტიკური და ასეპტიკური მეთოდებით დაიწყო. ტერიტორიის ე.წ. ,,თერმული ნისლით" დამუშავება სპეციალური სამანქანო დანადგარებითა და მექანიკური ზურგსაკიდი აპარატების მეშვეობით ხორციელდება. მანქანით მიუდგომელი ადგილები ზურგსაკიდი "სოლოს" ტიპის აგრეგატით მუშავდება. სადეზინფექციოდ გამოიყენება კორსოლინის ხსნარი, რომლითაც სვანიძის ქუჩის, ზოოპარკის, მზიურისა და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიები მუშავდება. აღნიშნული ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს და სტიქიის შემდეგ ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ტარდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სპეციალისტების განმარტებით კორსოლინი აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. იგი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს.

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე და სამინისტროს წარმომადგენლები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებისმიერ ბიოუსაფრთხოების რისკის შემცირების მიზნით, ზოოპარკის შესასვლელთან სადეზინფექციო ბარიერი მოეწყო. სააგენტოს სპეციალისტები ზედამხედველობას ახორციელებენ სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველების ლეშისა და გაფუჭებული ხორცპროდუქტების განადგურებაზე. ზოოპარკისა და ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ცხოველების ლეშის დამარხვა თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით ხდება. ლეში ნადგურდება ასევე სპეციალურ ინსინერატორში (წვის ღუმელი, რომელშიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება). დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით დამარხული და განადგურებულია 78 ცხოველის ლეში. სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით ვაკის ხორცპროდუქტების საწარმოდან გატანილია და თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე განადგურებულია 41 ტონამდე მავნებლად მიჩნეული მზა სურსათი და ნედლეული.

გასული ღამის განმავლობაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტროს "საქართველოს მელიორაციის" 12 ერთეული სპეცტექნიკა და კომპანიის 20-მდე თანამშრომელი. ტერიოტრიიდან 1090 მ3-მდე ნატანი მასის გატანა განხორციელდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს