დავით ნარმანიამ დედაქალაქში განათებული ახალი ობიექტები დაათვალიერა

დედაქალაქის მასშტაბით "სინათლის ქალაქი" ახალ მხატვრულ მინათებებს ამონტაჟებს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მინათებები უკვე დამონტაჟებულია მეტეხის, გალაკტიონისა და მშრალ ხიდებზე, აგრეთვე, ბარათაშვილის ხიდის პანდუსზე. განათებულ ობიექტებს შორისაა თავისუფლების მოედანზე არსებული წმინდა გიორგის მონუმენტი, გულუას ქუჩა, მშრალ ხიდთან არსებული გამოფენის ტერიტორია. განათდა, აგრეთვე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული რამდენიმე კლდე.

განათებული ობიექტები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და "სინათლის ქალაქის" დირექტორმა ვასილ ხორავამ დაათვალიერეს. ისინი მეტეხის, გალაკტიონის, ბარათაშვილისა და მშრალ ხიდებზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც რიყეზე საბაგიროს ახლადგანათებული შენობა დაათვალიერეს.

დავით ნარმანიას თქმით, "სინათლის ქალაქის" მხატვრული მინათების სამსახურმა ინტენსიურად იმუშავა ქალაქში სხვადასხვა ობიექტის მინათებაზე, რის შედეგადაც ღამის თბილისი უფრო მეტად მიმზიდველი გახდა არა მხოლოდ თბილისელებისთვის, არამედ დედაქალაქის სტუმრებისთვისაც.

"სინათლის ქალაქის" დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, ყოველდღიურად ქალაქში სულ უფრო მეტი ობიექტი განათდება.

"სინათლის ქალაქი" თბილისში არსებული სხვადასხვა ობიექტების განათებას კვლავაც აქტიურად გაარგძელებს, რათა ღამის თბილისი დედაქალაქელებისთვის და მისი სტუმრებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს", - განაცხადა მან.

ამ დროისთვის დედაქალაქში 330 ობიექტია განათებული და კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება. მათ შორის, განათდება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე არსებული ხიდი და კახეთის გზატკეცილზე არსებული გზაგამტარი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება