ადვოკატი - ზურაბ ჟვანია დასაცავი ობიექტი კი არა, პირველ რიგში ხარშილაძის მეგობარი იყო

ზურაბ ჟვანია პირველ რიგში იყო ადამიანი და კობა ხარშილაძის მეგობარი, - ამის შესახებ ხარშილაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმის არსებით განხილვაზე განაცხადა.

ბექა ბასილაიამ ნაფიცი მსაჯულების პირობებში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ყველას გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც ვმოქმედებთ მორალურად და შესაძლებელია ამ ქმედების შედეგად დადგეს უბედური შემთხვევა ან არ დადგეს, ხარშილაძისა და ძაძამიას ქმედების შედეგად კი, უბედური შემთხვევა მოხდა.

"2005 წლის 2 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურამ ისე წარმოაჩინა ვითარება, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ დაგეგმეს ეს ყველაფერი. ზურაბ ჟვანია იყო უმნიშვნელოვანესი ფიგურა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჟვანიას ბრძანების და მითითების გარეშე ხარშილაძე და ძაძამია მის გადაადგილებას შეძლებდნენ. ყველაფერი იყო ასე: ხარშილაძე დაეთხოვა ზურაბ ჟვანიას, ჟვანია დაუკავშირდა უსუპოვს, შემდეგ ჟვანიამ დაურეკა ძაძამიას და სთხოვა გადაადგილება. ძაძამიას პირად მანქანამდე ზურაბ ჟვანია მიიყვანა ალექსანდრე გოგოხიამ, შემდეგ კი ძაძამიას მანქანით მივიდნენ იმ ავბედით ბინაში, საბურთალოს 53ა-ში. ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ ჟვანია და უსუპოვი CO-თი არიან გარდაცვლილები. ძაძამიამ და ხარშილაძემ ჟვანიას მითითება შეასრულეს და ეს როგორ შეიძლება ჩავთვალოთ სამსახურებრივ გულგრილობად. ეს იყო მათი მხრიდან ადამიანური საქციელი და არა გულგრილობა", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ხარშილაძის და ძაძამიას ქმედებას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება არ გამოუწვევია.

"ჟვანია დასაცავი ობიექტი კი არა, პირველ რიგში იყო ადამიანი და ხარშილაძის მეგობარი. სასამართლოში დაიკითხებიან დაცვის სხვა წევრები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ზურაბ ჟვანიას ასეთ გასვლებს პერმანენტული ხასიათი ჰქონდა და მხოლოდ ხარშილაძესა და ძაძამიას ენდობოდა ასეთ ვითარებაში", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მანვე ნაფიცი მსაჯულების პირობებში იმედი გამოთქვა, რომ მათ გამბედაობა ეყოფათ და მიიღებენ ვერდიქტს, რომლის მიხედვითაც "ადამიანი მეგობრობის მოტივით მოქმედებდა და ასეთი ადამიანები არ დაისჯებიან".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო