სამაშველო სამუშაოების გამო, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მუშაკებს აფეთქების ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, კომპანიის შესაბამისი სამსახურები გლდანის რაიონში არიან მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, კომპანიის მუშაკებს ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ.

"დღეს, 14 ივლისს, თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების მიზეზი ჯერ არ დადგენილა, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული. სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, კომპანიის მუშაკებს ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ. დამატებით ინფორმაციას სამაშველო სამუშაოების დასრულებისთანავე მოგაწვდით", - ნათქვამია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაში.

გლდანის მე-6 მიკრორაიონში, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის დადასტურებული ცნობით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 პირი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ორ ადამიანს ნანგრევებში ეძებენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა