ფოთში იუსტიციის სახლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. დასრულებული ობიექტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
საზეიმო ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის, დიპლომატიური კორპუსის წევრები, პარლამენტარები, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნიისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იუსტიციის სახლი ქალაქის ცენტრშია განთავსებული. სიტყვით გამოსვლისას თეა წულუკიანმა ფოთელებს მშენებლობის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც გაიხსნება. ფოთში იუსტიციის სახლის გახსნა კონცერტით დასრულდა, მაყურებლის წინაშე ჯგუფი "მგზავრები" წარდგა. კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"