რეზი არველაძე ადასტურებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ვადასტურებ, რომ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას და ვიქნები ერთ-ერთი კანდიდატი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რეზი არველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მას აქვს საარჩევნო გეგმაც და პროგრამაც.

"ჩემი მთავარი პრიორიტეტი, პირველ რიგში არის ადამიანი, რაც შეეხება ფეხბურთს, მე მინდა, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით უკეთესი შედეგები გვქონდეს. ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებებმა დიდ შედეგებს მიაღწიოს. ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული ფედერაციაში. ამის არდანახვა ელემენტარულად იქნება არასწორი და უსინდისობა. ეს ისეთი საქმეა, განვითარებას და გაგრძელებას რომ ყველასთვის საჭიროებს", - განაცხადა არველაძემ.

რაც შეეხება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მის პოზიციას, არველაძის თქმით, კანდიდატებს საკმარისი დრო მიეცათ იმისთვის, რომ საარჩევნო პროგრამა დაარეგისტრირონ.

თავად არველაძე კი საკუთარ კანდიდატურას უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება